logo

იბრაჰიმოვიჩი და "მილანი": 10 ფაქტი

იბრაჰიმოვიჩი და "მილანი": 10 ფაქტი

ზლატან იბრაჰიმოვიჩი 7 წლიანი მოგზაურობის შემდეგ "მილანში" დაბრუნდა. წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელიც "მილანსა" და შვედ თავდამსხმელს ერთმანეთთან აკავშირებს.

1. იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" ორი სეზონი გაატარა, 2010/11 წლებში კი "შავ-წითელი" მაისურით სკუდეტოც მოიგო.

2. შვედმა თავდამსხმელმა ბოლო ათი წლის მანძილზე "მილანის" მაისურით ყველაზე მეტი გოლი გაიტანა (42). ეს მაჩვენებელი 11-ით მეტია მეორე ადგილოსანზე.

3. "როსონერის" მაისურით ზლატანმა ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა, (28 გოლი 2011/12 სეზონში) და ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა (11 ასისტი 2010/11 სეზონში).

4. მხოლოდ გუნარ ნორდალმა (35 გოლი 49/50 წლებში და 34 გოლი 51/52 წლებში) შეძლო ერთ კონკრეტულ სეზონში "მილანის" მაისურით მეტი გოლის გატანა ვიდრე იბრაჰიმოვიჩმა (28 გოლი 2011/12 წლებში).

5. 2 სეზონში იბრამ 85 შეხვედრაში 56 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც გუნდში ორივე კომპონენტში საუკეთესო იყო.

6. ზლატანის "მილანში" ასპარეზობის პერიოდში გუნდი 80 ქულიან ნიშნულს ორივეჯერ აცდა. მსგავსი შედეგი "როსონერის" ისტორიაში სულ ოთხი იყო.

7. 1994 წლიდან მოყოლებული ზლატანი სერია ა-ში საშუალოდ ყველაზე მეტ გოლს იტანდა "მილანის" რიგებში.

8. სერია ა-ს გასვლით შეხვედრებში ერთ სეზონში ყველაზე მეტი გოლი იბრაჰიმოვიჩსა და იმობილეს აქვთ გატანილი (16).

9. ზლატანის სერია ა-ში გადაბარგების შემდეგ მხოლოდ მესიმ (78) და რონალდუმ (60) შეძლეს მეტი გოლის გატანა საჯარიმოს გარედან.

10. შვედ თავდამსხმელს ჩემპიონთა ლიგაზე ექვსი გუნდის მაისურით აქვს გოლი გატანილი, რაც რეკორდია.

1 თვის წინ
937 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 230
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ