logo

2020/2021 წლის სერია ა-ს სეზონის დაწყების დრო დასახელდა

2020/2021 წლის სერია ა-ს სეზონის დაწყების დრო დასახელდა

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, Sky Sports, 2020/21 წლების სეზონის დაწყების თარიღს ასახელებს. წყაროს თანახმად, ეს 1-ლ სექტემბერს მოხდება. 

მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი საფეხბურთო სეზონი ჯერ მხოლოდ გერმანიაში განახლდა. რამდენიმე ქვეყანაში კი საერთოდ გაუქმდა. 

ამჟამად ევროპის დანარჩენი მოწინავე ჩემპიონატების განახლებაზე მუშაობენ. ზოგგან ეს წარმატებით მიმდინარეობს, ინგლისში კი ტესტირებული ფეხბურთელებიდან შვიდს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ასე რომ, მიმდინარე სეზონის ბედი ჯერ არ გარკვეულა.

ამის მიუხედავად, როგროც ჩანს, შემდეგი სეზონის გადადება აღარ მოხდება და ის დაახლოებით იმ დროს დაიწყება, როგორც ყოველთვის ხდებოდა. 

გუნდებს ზაფხულის არდადეგებად ის პერიოდი ჩაეთვლებათ, რომლებიც მათ კარანტინში დაჰყვეს.

1 კვირის წინ
569 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 323
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ