logo

რანგნიკმა იბრას გზა გაუხსნა: ზლატანი ერთადერთ შემთხვევაში დარჩება

რანგნიკმა იბრას გზა გაუხსნა: ზლატანი ერთადერთ შემთხვევაში დარჩება

დარჩება თუ არა იბრაჰიმოვიჩი "მილანში"? ამ კითხვას ბევრი ნეგატიურად პასუხობს. შვედი თავდამსხმელი რანგნიკის საფეხბურთო ფილოსოფიას არ ერგება, მაგრამ "Sportmediaset"-ის ინფორმაციით, გერმანელი სპეციალისტის მხრიდან პოზიტიური სიგნალი შეინიშნება.

ზლატანს "როსონერიში" დარჩენა ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია: ის უნდა დათანხმდეს ნაკლებ სათამაშო დროს. იბრა ახალგაზრდა თავდამსხმელების მენტორი იქნება, რომელიც მათ კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს.

39 წლის თავდამსხმელი მწვანე მინდორზე ხელშეუხებელი აღარ იქნება და ძირითადი დრო ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაეთმობათ. რანგნიკის სიაში კი ასეთი ორია: პირველი ლუკა იოვიჩი (22 წლის) და მეორე მირონ ბოადუ (19 წლის).

დათანხმდება თუ არა იბრაჰიმოვიჩი ლიმიტირებულ როლს გუნდში? ეს ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია რალფის მხრიდან პირველი ნაბიჯი გადადგმულია.

1 კვირის წინ
668 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 323
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ