logo

კასანო: "ფეხბურთელების 80% "მილანს" არ იმსახურებს"

კასანო: "ფეხბურთელების 80% "მილანს" არ იმსახურებს"

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ "Sky Sport"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც "როსონერის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"იბრას დაბრუნებას ველოდი. სულ ვამბობდი, რომ თუ ზლატანი იტალიაში დაბრუნდება ეს კლუბი "მილანი" იქნებოდა. მას ძალიან უყვარს ეს ქალაქი. თავად შვედი თავდამსხმელი კი რონალდუსა და ვან ბასტენის შემდეგ ბოლო 30 წელიწადში საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელია."

"მიუხედავად მისი ასაკისა, იბრა კვლავ ფენომენალურია და თანაგუნდელებისგან 110%-ით დახარჯვას მოითხოვს. კლუბის ისტორიიდან გამომდინარე ამჟამინდელი შემადგენლობის 80-85% ამ კლუბის მაისურის ტარების ღირსი არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ზლატანთან ერთად ისინი უკეთესად ითამაშებენ." - განაცხადა კასანომ.

5 თვის წინ
1354 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 323
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ