logo

შევჩენკო: "აი, ამიტომ ავიღე შვიდი ნომერი "მილანში"

შევჩენკო: "აი, ამიტომ ავიღე შვიდი ნომერი "მილანში"

"მილანის" ლეგენდარულმა ექს-ფეხბურთელმა და უკრაინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ კარიერის გამორჩეული მომენტები გაიხსენა და ერთი საინტერესო ფაქტიც გაასაჯაროვა.

"ჩემი საფეხბურთო ისტორია მას შემდეგ დაიწყო, რაც ლობანოვსკისთან ერთად დავიწყე მუშაობა. მასთან ურთიერთობამ მე ძალიან ბევრი რამ შემმატა და ისიც უნდა ითქვას, რომ შემცვალა კიდეც. ჩვენ დღის განმავლობაში სამჯერ გვქონდა ვარჯიში. ყოველ დილას 6:30-ზე ვდგებოდით და სავარჯიშოდ მივდიოდით. თავდაპირველად,  "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, კალაძემ უზარმაზარი ძალისხმევა გამოიჩინა. როდესაც "როსონერიში" გადავედი, ბედნიერი ვიყავი. განსაკუთრებული მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს, გუნდში იბრაჰიმ ბა თამაშობდა, რომელმაც მითხრა, რომ 7 ნომერი ებრაულად შევას ნიშნავდა, რომელიც იღბალს მომიტანდა", - განაცხადა უკრაინელმა "Dazn"-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შევჩენკო ლომბარდიული გრანდის ღირსებას 1999-2006 წლებში იცავდა.

5 თვის წინ
1081 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ