logo

რანგნიკი "მილანში": ყველა დეტალი, რაც უნდა ვიცოდეთ

რანგნიკი "მილანში": ყველა დეტალი, რაც უნდა ვიცოდეთ

"Sky Sport"-ის ჟურნალისტი მანუელე ბაიოკინი "მილანისა" და რანგნიკის შეთანხმების ახალ დეტალებს ასაჯაროვებს. პირველ რიგში გერმანელი სპეციალისტი "როსონერის" მთავარი მწვრთნელიც იქნება და სპორტული დირექტორიც, როგორც პრემიერ ლიგის კლუბებს ახასიათებთ.

შეთანხმებას ხელი ოფიციალურად პირადი შეხვედრის დროს მოეწერება, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება.

"Sportmediaset"-ის ჟურნალისტი კლაუდიო რაიმონდი კი იტყობინება, რომ მხარეები ერთმანეთს ლონდონში, ზუსტად 10 დღეში შეხვდებიან და რაც ყველაზე საინტერესოა კონტრაქტის გაფორმებისას უშუალო მონაწილეობას მიიღებს ლომბარდიული გრანდის მფლობელი გორდონ სინერი.

რანგნიკი "მილანთან" სამ წლიან კონტრაქტს გააფორმებს, შემდგომ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით და ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს. რალფი კარლო ანჩელოტის დროიდან "როსონერის" ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მწვრთნელი იქნება.

მიუხედავად კონტრაქტის გაფორმებისა, გერმანელი სპეციალისტი გუნდთან მუშაობას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დაიწყებს.

რაც შეეხება სატრანსფერო ფანჯარას, რანგნიკს 75 მილიონ ევროს გამოუყოფენ, რასაც გაყიდული ფეხბურთელებიდან აღებული თანხის 50% დაემატება.

4 თვის წინ
1377 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 138
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ