logo

პრევიუ: "მილანი" - "რომა"

როგორც მოგეხსენებათ, ხვალ, კვირას, თბილისის დროით 19:15 წუთზე  "მილანი" "რომას" დაუპირისპირდება. მატჩი, დიდი ალბათობით, დაძაბული უნდა გამოდგეს. ლომბარდიულ გრანდს კი დიდი გამოცდა ელის. როგორც იცით, "როსონერიმ" უკანასკნელი შეხვედრა "ლეჩეს" წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 4-1 იმარჯვა. რაც შეეხება "რომას", ამ კლუბმა სახლში "სამპდორიას" 2-1 სძლია. 

გუნდის სიახლეები

"MilanNews"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლის  უკვე შერჩეული ჰყავს რომაელების წინააღმდეგ შემადგენლობა. თუმცა კლუბის თავკაცი, ჯერ კიდევ, ცდილობს გარკვევას ითამაშებს თუ არა ხვალინდელ შეხვედრაში სიმონ კიაერი. ალბათ იცით, რომ დანიელმა ფეხბურთელმა "ლეჩესთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მოედანი 40-ე წუთზე დატოვა. 

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სავარაუდოდ, მას "სპალთან" ან "ლაციოსთან" შეხვედრაში ვიხილავთ. გარდა ამისა, ლეონარდო დუარტე გამოჯანმრთელდა, მაგრამ, დიდი ალბათობით, სასტარტო თერთმეტეულში მას ვერ ვნახავთ. მატეო მუსაკიო კი, რა თქმა უნდა, გუნდს ხვალ ვერ დაეხმარება. ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია.

მოკლედ, "შავ-წითლების" სავარაუდო თერთმეტეული ასეთი იქნება: დონარუმა, კონტი, კიაერი, რომანიოლი, ერნანდესი, კესი, ბენასერი, კასტილეხო, ჩალჰანოღლუ, ბონავენტურა, რებიჩი.

ოპონენტები - ლომბარდიული გრანდი პაულო ფონსეკას შეგირდებს 9 ქულით ჩამორჩება. კლუბის უშუალო მდევრები 39 ქულით "პარმა" და 42 ქულით "ნაპოლი" გახლავთ. გეტყვით, იმასაც, რომ მილანურ კლუბსაც 39 ქულა აქვს. 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ "როსონერის" რომაულ კლუბთან შედარებით ორი დღით მეტი დასვენება გამოუვიდა, რაც შესაძლოა ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. 

"რომას" სავარაუდო შემადგენლობა კი ასე გამოიყურება: მირანტე, პერესი, მანჩინი, სმოლინგი, კოლაროვი, კრისტანტე, ვერეტუ, უნდერი, პელეგრინი, მხითარიანი, ჯეკო.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ორი კლუბის უკანასკნელი დაპირისპირება რომაელთა სასარგებლოდ ანგარიშით 2-1 დასრულდა. 

ასევე, იხილეთ მილანური და რომაული კლუბების 2018-19 წლების შეხვედრის ვიდეო, რომელშიც ლომბარდიულმა გრანდმა 2-1 იმარჯვა.


2 თვის წინ
813 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 39
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ