"Corriere della sera"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალესიო რომანიოლიმ კონტრაქტის განახლების თაობაზე "მილანს" მოთხოვნა წამოუყენა.
როგორც წყარო იუწყება, 25 წლის ფეხბურთელმა "როსონერის" ხელფასის სახით, 5 მილიონი ევრო მოსთხოვა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ იტალიელი ფეხბურთელი ლომბარდიულ გრანდს 2015 წელს "რომადან" შეუერთდა და ამ სეზონში მის ანგარიშზე "შავ-წითლების" მაისურით 32 შეხვედრაა, რომელშიც თავი არ გამოუჩენია.