logo

კასტილეხოს სავარაუდო დაბრუნების დრო ცნობილია

კასტილეხოს სავარაუდო დაბრუნების დრო ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს დასრულებამდე 7 მატჩია დარჩენილი და მომდევნო შეხვედრა "მილანს" ხვალ თბილისის დროით 23:45 საათზე "ნაპოლის" წინააღმდეგ ელის.

ალბათ, უკვე გეცოდინებათ, რომ მილანური კლუბის ესპანელმა თავდამსხმელმა, სამუ კასტილეხომ "სპალთან" შეხვედრაში მატჩის მე-17 წუთზე კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. მას შემდეგ, ამ დაზიანების გამო სამუ "ლაციოსა" და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ვიხილეთ. 

"Gazzetta dello Sport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 25 წლის ფეხბურთელის დაბრუნება მალეა შესაძლებელი. ხსენებულ იტალიურ გამოცემას, ინტერვიუ მისცეს "მილანის" ფიზიკური მომზადების მწვრთნელებმა, მატეო ოსტიმ და რობერტო პერესუტიმ, რომლებმაც გუნდის ფიზიკური კონდიციები დადებითად დაახასიათეს. სხვა საკითხებთან ერთად, მწვრთნელებმა ესპანელი ფეხბურთელის დაბრუნებაზე ისაუბრეს და მისი მოედანზე ხილვა ბოლო რამდენიმე თამაშში ივარაუდეს.


4 თვის წინ
776 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ