logo

ჩალჰანოღლუ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად "მილანისგან" 3 პირობას ითხოვს

ჩალჰანოღლუ კონტრაქტის გასახანგრძლივებლად "მილანისგან" 3 პირობას ითხოვს

ჰაკან ჩალჰანოღლუ ამჟამად "მილანის" შეუცვლელი ფიგურაა და პაოლო მალდინი აქტიურად ცდილობს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

26 წლის ფეხბურთელი თანახმაა "სან სიროზე" დარჩეს, თუმცა მანამდე სამი პირობა აქვს: პირველი ხელფასის მომატებაა, რომელიც ამჟამად 2,5 მილიონ ევროს შეადგენს.

მეორე პირობა გამოსასყიდი თანხის ჩაწერაა კონტრაქტში, რომელსაც, როგორც წესი ლომბარდიული გრანდი არ აკეთებს. გამონაკლისი მხოლოდ ბენასერი იყო.

ბოლო პირობა კი შემტევ ნახევარმცველად თამაშია. გამოკვეთილად ამ პოზიციაზე ჰაკანი პიოლიმ დააყენა და აქამდე თურქი ფეხბურთელი მარცხენა გარემარბად გვევლინებოდა.

2 კვირის წინ
1247 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ