logo

"მილანი" დეულოფეუს ვარიანტს მიუბრუნდა

"მილანი" დეულოფეუს ვარიანტს მიუბრუნდა

"მილანი" ჟერარდ დეულოფეუს შეძენის ვარიანტს მიუბრუნდა. ესპანელი გარემარბი "მილანს" 2017 წელს "ევერტონიდან" ნახევარი წლით შეუერთდა და 18 შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა, ხოლო თანაგუნდელებს სამჯერ გაატანინა.

მას შემდეგ, დეულოფეუ მშობლიურ "ბარსელონაში" დაბრუნდა, თუმცა წარუმატებლად, რის შემდეგაც "როსონერი" მის დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ.

2018 წლის იანვარში, ჟერარდი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა და "უოტფორდის" მაისური მოირგო. ამ დროის განმავლობაში "ირმების" მაისურით 54 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 15 გოლი, ხოლო თანაგუნდელებს რვაჯერ გაატანინა.

"უოტფორდი" ჩემპიონშიფში გავარდა, ამიტომ ინგლისური კლუბი დეულოფეუს ვეღარ შეინარჩუნებს. მისი შეძენის ყველაზე რეალურ კანდიდატებად კი "მილანი" და "ვალენსია" ითვლებიან.

1 კვირის წინ
659 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ