საუდელმა ინვესტორებმა, რომელთაც "ნიუკასლის" შეძენა არ გამოუვიდათ, თვალი "მილანს" დაადგეს.
Sanadeq.com-ის ინფორმაციით, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი "მილანის" შეძენის შესაძლებლობას განიხილავს.
ინგლისში კლუბის ყველა მოქმედი და პოტენციური მფლობელი უმკაცრეს შემოწმებას გადის, ხოლო იტალიაში ამ მხრივ ვითარება უფრო ლიბერალურადაა.
"ელიოტის" მიზანი ამ ეტაპზე კლუბის ფეხზე დაყენება, მოძლიერებაა და შემდეგ უფრო სარფიანად გაყიდვაა, ხოლო ამჟამად რა პასუხს გასცემს "ელიოტი" არაბ ინვესტორს, უცნობია.
არაბული საინვესტიციო ფონდის მფლობელი ამჟამად რეგიონში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ფონდის კაპიტალი 300 მილიარდ დოლარს შეადგენს.
თუ გარიგება შედგა, "მილანი" მსოფლიოში ყველაზე მდიდარ საფეხბურთო კლუბად გადაიქცევა.