"MilanNews"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო ჯამპაოლომ "მილანთან" შეთანხმებას მიაღწია და მხარეები რამდენიმე საათში არსებულ კონტრაქტს ოფიციალურად გაწყვეტენ.
ჯამპაოლომ "ტორინოს" პრეზიდენტთან, ურბანო კაიროსთან წარმატებული მოლაპარაკებები გამართა და ტურინულ კლუბთან ორ წლიან კონტრაქტს გააფორმებს სეზონში 1,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
111 დღიანი კოშმარის შემდეგ, რაც მარკოს "მილანში" გადახდა, იგი კვლავ ანახლებს კარიერას. შეგახსენებთ, რომ ჯამპაოლოს "მილანთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და ამ შეთანხმებით კლუბმა 2 მილიონი ევრო დაზოგა.