logo

პიოლი ხელმძღვანელობას სამ ტრანსფერს თხოვს - პოზიციები და კონკრეტული სახელები

პიოლი ხელმძღვანელობას სამ ტრანსფერს თხოვს - პოზიციები და კონკრეტული სახელები

"Tuttosport"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტეფანო პიოლისათვის პრიორიტეტული ზლატან იბრაჰიმოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, თუმცა გარდა ამისა კიდევ სამ ტრანსფერს ითხოვს.

პირველი მარჯვენა მცველია, სადაც "მილანი" სამ კანდიდატს განიხილავს: დენზელ დუმფრისი "პსვ"-დან, სერჟ ორიე "ტოტენჰემიდან" და ემერსონ როიალი "ბარსელონადან".

მეორე პოზიცია ცენტრალური მცველია, სადაც ალესიო რომანიოლისა და სიმონ კიაერს ძლიერი კონკურენტი დასჭირდებათ. ამ შემთხვევაში უმთავრესი მიზანი "ფიორენტინას" ფეხბურთელი, ნიკოლა მილენკოვიჩია.

ბოლოს კი 54 წლის სპეციალისტი ისმაელ ბენასერისა და ფრანკ კესიეს შემცვლელს ეძებს ასევე კონკურენციის ამაღლების მიზნით და მთავარ სამიზნედ "ჩელსის" ნახევარმცველი ტიმუე ბაკაიოკო მიიჩნევა.

რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ "როსონერი" ევროპა ლიგაზე გასვლას მოახერხებს, ეს ტრანსფერები საკმარისი არ იქნება და საჭირო იქნება ახალი მარჯვენა გარემარბისა და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელის გადაბირებაც.

3 თვის წინ
1449 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ