logo

ბერლუსკონის მალდინი უნდა | "მილანმა" გადაწყვეტილება მიიღო

ბერლუსკონის მალდინი უნდა | "მილანმა" გადაწყვეტილება მიიღო

ჩეზარეს შვილიშვილი და პაოლოს შვილი, დანიელ მალდინი ახალი ოჯახური ისტორიის დაწერას ცდილობს, რის გამოც "მილანში" დარჩენას და ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემცვლელად ყოფნას გეგმავს.

"როსონერის" ხელმძღვანელობამაც ყველა შეთავაზება დაბლოკა, მათ შორის არენდის თაობაზეც მიუხედავად იმისა, რომ მისი დროებით გუნდში აყვანის სურვილს, როგორც სერია ა-ს, ასევე სერია ბ-ს კლუბებიც გამოხატავდნენ.

ყველაზე მეტად კი სილვიო ბერლუსკონი და ადრიანო გალიანი აქტიურობდნენ, რომლებიც 19 წლის ტალანტს "მონცაში" ეპატიჟებოდნენ. მისი დარჩენა სტეფანო პიოლიმაც მოისურვა და მინიმუმ იანვრამდე მალდინის გასხვისებას არ აპირებს.

3 თვის წინ
983 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ