logo

პიოლი: "გასული წლის შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ"

პიოლი: "გასული წლის შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ"

სტეფანო პიოლიმ ახალი სეზონის პირველი ვარჯიშების შემდეგ, "Milan TV"-სთან ინტერვიუ ჩაწერა და მომავალი სეზონის მთავარ მიზნებზე ისაურა.

"ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომლის მიზანიც გაზრდაა. მე მათგან ბევრს ვითხოვ, მაგრამ იციან, რომ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რაც გასული სეზონის ფინიშმაც გვაჩვენა. ზაფხულის ეს მცირე დრო კი მოსამზადებლად კარგად უნდა გამოვიყენოთ."

"სატრანსფერო ფანჯარა? ყველამ კარგად ვიცით, რომ შემადგენლობას გაძლიერება მუდამ ესაჭიროება და ხელმძღვანელობა ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს. სამწუხაროდ გრძელი სატრანსფერო ფანჯარა გველოდება, თუმცა კოოპერატიულად ვმუშაობთ და ერთმანეთის იდეებს პატივს ვცემთ."

"ბუნებრივია, რომ "მილანის" გულშემატკირებს დიდი ხნის პაუზის შემდეგ ჩემპონთა ლიგაზე დაბრუნება უნდათ, მაგრამ ჩვენს გარდა ამ საგზურის მოპოვებას მინიმუმ შვიდი გუნდი ეცდება. მისაღები შედეგის მისაღწევად საჭიროა გასული წლის შედეგი გავაუმჯობესოთ და კარგი სტარტით თავდაჯერებულობა მოვიპოვოთ."

"ძალიან მნიშვნელოვანია გრძელი სკამი. გვჭირდება 17-18 ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადი შემადგენლობისათვის იბრძოლებენ. ამ შემთხვევაში ყველას მიზანი მაქსიმალური მუშაობა იქნება, რათა გუნდში თავიანთი ადგილი ღირსეულად დაიმკვიდრონ." - განაცხადა პიოლიმ.

2 თვის წინ
846 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ