logo

"მილანი" ფეხბურთელების გაყიდვაზე გადაერთო - რა ვარიანტები იკვეთება

"მილანი" ფეხბურთელების გაყიდვაზე გადაერთო - რა ვარიანტები იკვეთება

"მილანის" ხელმძღვანელობა ამჟამად ფეხბურთელების გაყიდვაზეა კონცენტრირებული. "MilanNews"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახლა "როსონერი" ბრაჰიმ დიასთან, სანდრო ტონალისთან, ჩიპრიან ტატარუშანუსთან და ანტე რებიჩთან კონტრაქტის გაფორმებისა და ზლატანთან ხელშეკრულების გახანგრძლივების შემდეგ ფეხბურთელების გაყიდვაზე გადაერთო.

ამ ყველაფერთან ერთად, "მილანმა" კონკრეტული მოთამაშე ადეკვატურ ფასად უნდა გაყიდოს. "ლომბარდიულმა გრანდმა", ლუკას პაკეტა 23 მილიონ ევროზე ნაკლებად არ უნდა გაუშვას, იმ შემთხვევაში თუ კლუბს ნორმალური რაოდენობის კაპიტალის მოპოვება სურს. 

ასევე, არის რადე კრუნიჩის გაყიდვის ვარიანტიც "ფრაიბურგში". თუ გერმანული კლუბი ლომბარდიულ გრანდს რადეში 8 მილიონ ევროს შესთავაზებს, მაშინ მილანური კლუბი 1.6 მილიონ ევროს შემატებს საკუთარ კაპიტალს.

"როსონერის" პრობლემები ეკვეთება, ხელფასებისა და ტრანსფერებში გადახდილი თანხის საკითხებში. მაგალითისთვის გეტყვით, ბილიამ ბოლო სამ წელიწადში ხელფასის სახით 5 მილიონი ევრო მიიღო, თუ არ ჩავთვლით "ლაციოსთვის" გადახდილ 19.7 მილიონ ევროს. 

1 კვირის წინ
889 / 0
საშკა ცხოვრებაშვილი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 33
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ