logo

პიოლი: "შესაძლოა რისკიანი ტაქტიკა გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი სტილია"

პიოლი: "შესაძლოა რისკიანი ტაქტიკა გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი სტილია"

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ "ინტერთან" დერბიში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ "Sky Italia"-სთან ინტერვიუ ჩაწერა.

"გუშინაც ვთქვი, რომ დერბიში მიღებული შედეგი არაფერს ნიშნავდა. გამარჯვება გვიხარია, განსაკუთრებით ამ დონის მეტოქესთან, მაგრამ წინ კიდევ ხანგრძლივი და რთული გზა გვაქვს გასავლელი."

"იბრაჰიმოვიჩი ძალიან დაიღალა. შეხვედრის ბოლოსკენ შეცვლა მთხოვა, თუმცა არ მოვუსმინე. გამიკვირდა, რომ ლეაოს ძირითად შემადგენლობაში არ ელოდნენ. მე მას ვენდობი და ისიც ყველაფერს აკეთებს თავის გამოსაჩენად."

"შესაძლოა რისკიანი ტაქტიკა გვაქვს, მაგრამ ეს ჩვენი სტილია. ვფიქრობ ორი გოლის გატანის შემდეგ საჯარიმოში ჩაკეტვა ცუდი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან "ინტერი" მომგებიან პოზიციაში იქნებოდა."

"სკუდეტო? უფრო გრძელვადიან პერიოდში. პოზიტიური ადამიანი ვარ, მაგრამ ამ სეზონში 3-4 გუნდი არის ისეთი, რომელთა შემადგენლობაც ჩვენზე უკეთაა დაკომპლექტებული." - განაცხადა პიოლიმ.

1 კვირის წინ
1133 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 136
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ