როგორც მოგეხსენებათ, "მილანის" ყველა ტურნირზე წაუგებელი სერია "ლილთან" განცდილი მარცხით დასრულდა. ჩვენდა სასიხარულოდ, ეს წაგება იქნება გამოსაფხიზლებელი ზარი მოთამაშეებისთვის და ეცდებიან განაგრძონ წაუგებელი სერია "სერია ა"-ში.
როგორც ჩანს, სტეფანო პიოლი ჯერ არ აპირებს ანტე რებიჩის სასტარტო შემადგენლობაში დაყენებას, რადგან, მისი აზრით, ხორვატი ჯერ არ არის საამისოდ მზად:
"არ მივიჩნევ, რომ ანტე სრულ მზადყოფნაშია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ შესვენების შემდეგ ის თავისი მაქსიმუმით დაგვიბრუნდება."- განუცხადა "როსონერის" თავკაცმა პრესას.
ამის გათვალისწინებით, დღეს ჩანიშნულ შეხვედრაში "ჰელას ვერონას" წინააღმდეგ, ახალგაზრდა რაფაელ ლეაოს ვიხილავთ მარცხენა ფლანგზე. მისი ბოლოდროინდელი ფორმის გათვალისწინებით, იდეა ცუდი არ არის და ვიმედოვნებთ, რომ პორტუგალიელი ისეთ ფეხბურთს ითამაშებს, როგორიც "დერბი დე ლა მადონინაში" გვაჩვენა.