ზლატან იბრაჰიმოვიჩი "EA Sport"-ს მისი სახელის და სახის უკანონო გამოყენებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ იბრამ "Twitter"-ზე პოსტი გამოაქვეყნა:
"ვინ მისცა "FIFA EA Sport"-ს ჩემი სახელისა და სახის გამოყენების უფლება. მე არ მაქვს ცოდნა "Fifpro"-ს წევრობის შესახებ და თუ ვარ წევრი, ეს მოხდა ჩემთან შეთანხმების გარეშე. დანამდვილებით გეტყვით, რომ მე არასდროს დამიშვია "Fifpro"-თვის ფულის გამომუშავება ჩემი გამოყენებით".
"მთელი ეს წლებია, ვიღაცა მოგებას ნახულობს ჩემი სახისა და სახელის გამოყენებით შეთანხმების გარეშე. გამოძიების დროა".