"ბრძოლა წავაგეთ, ომი არა" - ფეხბურთელების კომენტარები "იუვუსთან" მარცხის შემდეგ

"ბრძოლა წავაგეთ, ომი არა" - ფეხბურთელების კომენტარები "იუვუსთან" მარცხის შემდეგ

"იუვენტუსთან" შეხვედრაში "მილანისთვის" 27 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. გთავაზობთ "მილანის" ფეხბურთელთა კომენტარებს სოციალურ ქსელში აღნიშნული შეხვედრის შემდეგ.

კალაბრია: "ვწუხვარ, რომ ჩემი გოლი საჭირო ქულების ასაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ და მომდევნო შეხვედრებში ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ."

ტეო: "27 შეხვედრის შემდეგ, დროა ფეხზე წამოვდგეთ და იმის კეთება განვაგრძოთ, რაც გვიყვარს და სიამოვნებას გვანიჭებს."

კესიე: "წინ უნდა ვიყუროთ! ყოველთვის ერთად."

დალოტი: "ეს წაგება არ წაგვაქცევს. თავები უნდა ავწიოთ და წინსვლა განვაგრძოთ."

ჩალჰანოღლუ: "ვამაყობ, რომ სერია ა-ში დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. როგორც ადრე ვთქვი, მთავარი გუნდური მიღწევებია და არა ინდივიდუალური. გუშინ მწარე მარცხი ვიგემეთ, მაგრამ გპირდებით, რომ ყველაფერს გავიღებთ, რათა სეზონის ბოლოს გულშემატკივრებმა იზეიმონ. ფორცა მილან."

ლეაო: "ბრძოლა წავაგეთ, ომი არა!! ბედნიერი ვარ, რომ "მილანის" მაისურით 50 შეხვედრა ჩავატარე. ვამაყობ, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ."

1 კვირის წინ
1597 / 2
rossoneri-best
user
Arigo ბელოტიზეც მიდის საუბარი და ვნახოთ, ტრამვირებულებიც დაბრუნდებიან და მოვიფრენთ ბარეულს
user
Tifozi კარგია შემართება მარა საკმარისი რესურსი არ გვაქ ჩემპიონობისთვის..... ტრანსფერები ტრანსფერები ტოვინზე დაიწერა პირადი კონტრაქტი შეთანხმებულიაო და ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით მოვაო.... არადა ახლა გვინდა ხალხი
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 294
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

გაბია, ბენასერი, ტონალი, კრუნიჩი, სალმაკერსი, რებიჩი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ლეაო