ჩიპრიან ტატარუშანუმ გუშინდელი გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"მშვენიერი საღამო გამოვიდა. მნიშვნელოვანი გამარჯვება დიდხნიანი მატჩის შემდეგ. მოვიპოვეთ გამარჯვება, რადგან ამას დაჟინებით ვეძებდით. რთულია დაუპირისპირდე მეკარეს, რომელიც პენალტებს იგერიებს და ამიტომ ინსტინქტური უნდა იყო.
როცა გუნდს აქვს ასეთი წელი, ისინი თამაშობენ კარგ ფეხბურთს და ეს ნიშნავს, რომ კარგი კოლექტივია. თითოეული მოთამაშე, ვინც მონაწილეობას იღებს თამაშში, ყველაფერს დებს", - განაცხადა რუმინელმა მეკარემ.