"ბარსელონას" "მილანის" მცველი მოუნდა

"ბარსელონას" "მილანის" მცველი მოუნდა

წამყვანი ესპანური და იტალიური გამოცემების: "Mundo Deportivo"-სა და "La Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში დიოგო დალო მოექცა. პორტუგალიელი მცველი "მილანში" სეზონის ბოლომდე იჯარით ასპარეზობს.

"Mundo Deportivo"-ს მტკიცებით, კატალონიელები უკვე დაუკავშირდნენ "მანჩესტერ იუნაიტედს" და ინგლისელებს 12.5 მილიონი ევრო შესთავაზეს, რათა "როსონერისთან" ხელშეკრულება გაწყვიტონ და დალოც "ბლაუგრანაში" იანვარშივე გადავიდეს.

რონალდ კუმანი ფლანგების გაძლიერებას აპირებს, თუმცა ამ ტრანსფერისათვის ლომბარდიული გრანდის თანხმობაც აუცილებელია. შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელი "მილანში" მშრალი არენდითაა და იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება არ აქვთ.

1 თვის წინ
1241 / 3
rossoneri-best
user
GeGe  ატალანტა წელს ის გუნდი აღარაა რაც იყო, თან პაპუ გომესის გარეშე   იმ ფეხბურთს ვეღარ თამაშობს რასაც თამაშობდა. დღეს რასაც ვუყურე უდინეზსთან არ უნდა გაუჭირდეს დიდად მილანს, თან იბრაც დაბრუნდა და მანჯუკიჩიც დაემატა. კიდევ დავამატებ რომ გუნდს დიდად არ ეტყობა ძირითადის ფეხბურთელები რომ აკლია, ეს კი მწვრთნელის დამსახურებაა...ისე და რამდენი საინტერესო თავისუფალი აგენტია ჰა? რამირესი, პატო, ჰალკი, კოშტა..ჰალკი კარგი იქნებოდა მარჯვენა ვინგერად.
user
Tifozi ატალანტამ უდინეს ვერ მოუგო და ჩვენთან გადაიჭრიან ვენებს თავს შეგვაკლავენ
user
Ac rosoneri დალოს თუ იყიდიანნ გამოგვადგებაა 21 წლისს და ორივე ფლანგზე ნორმალუურად თამაშობსს
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 364
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია