
"მილანის" ახალწვეულმა სუალიო მეიტემ "MilanNews"-თან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"ნახევარმცველმა დაცვაც უნდა იცოდეს და შეტევაც. მეც ორივეს ვცდილობ. "მილანი" ყველაზე ძლიერი გუნდია, სადაც მითამაშია და რა თქმა უნდა ეს შანსი უნდა გამოვიყენო, რათა კარიერის მწვერვალს მივაღწიო."
"ტორინოში" ძალიან ცოტა მატჩს ვიგებდი, რაც მენტალური თვალსაზრისით რთულია. ბევრი ნახევარმცველია, რომელიც მომწონს, თუმცა განსაკუთრებულად სამი ნახევარმცველის თამაშს ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მათგან ბევრი რამ ამეღო. ესენია: პირლო, მოდრიჩი და იაია ტურე."
"18 ნომრით დავიწყე პროფესიონალური კარიერა და სწორედ ამიტომ შევარჩიე ეს ნომერი. ჩემი შეძენა რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა როდესაც "როსონერის" შესახებ გავიგე გადაწყვეტილება მარტივად მივიღე." - განაცხადა მეიტემ.