Football-Italia-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერთან" მატჩის ბოლოს სტეფანო პიოლი სულშერის ასისტენტის, კიერან მაკკენას არასპორტული დამოკიდებულებამ გააღიზიანა, რომელმაც დროის გაყვანის მიზნით მატჩის ბოლო წუთებში ბურთი რამდენჯერმე გადააგდო.
ერთ-ერთეპიზოდში მაკკენამ მილანის მისამართით ირონიულად თქვა "კარგი გუნდი", რაზეც პიოლიმ უპასუხა - "შენ არავინ ხარ, მხოლოდ ****, შენს დას ჰყავს კარგი გუნდი!"
მოგვიანებით, პილიმ აღნიშნულის გამო მოიბოდიშა და განაცხადა, რომ მსგავს მომენტებში თავის შეკავება რთულია.