"დონარუმას კარიერის განვითარების მხოლოდ 2 სცენარი არსებობს",- ტრევისანი

"დონარუმას კარიერის განვითარების მხოლოდ 2 სცენარი არსებობს",- ტრევისანი

ჯანლუიჯი დონარუმას გარშემო არსებულ ვითარებას Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი რიკარდო ტრევისანი ეხმაურება:

"სიმართლე გითხრათ რთულად წარმომიდგენია, რომ დონარუმამ "მილანი" დატოვოს და ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: პირველი, ის "მილანში" გაიზარდა და მისი მაისურით უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნული აქვს დაფიქსირებული. ჯიჯო ამ კლუბთან ასოცირდება და მოკლედ, რომ ვთქვა მას "როსონერი" მშობლიური სახლივით უყვარს".

"ვფიქრობ, დონარუმას კარიერის გაგრძელების 2 სცენარი არსებობს პირველი, ყველაზე რეალური და მისაღები მისი "მილანში" დარჩენაა.

"თუ "იუვენტუსი" ჯიჯოს ტრანსფერზე კოლოსალური თანხის გადახდას გადაწყვეტს, როგორც ეს თავის დროზე ბუფონის შემთხვევაში გააკეთა, არ არის გამორიცხული, რომ ჯიჯო "იუვეში" გადავიდეს", - ამბობს ტრევისანი.

1 კვირის წინ
620 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 410
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია