ჩალჰანოღლუსთვის პრემიერლიგის გუნდები იბრძვიან

ჩალჰანოღლუსთვის პრემიერლიგის გუნდები იბრძვიან

Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსიში" ჰაკან ჩალჰანოღლუზე უკვე სერიოზულად ფიქრობენ და მზად არიან ეს უკანასკნელი ზაფხულშივე გაიფორმონ. თურქი ფეხბურთელით პირადად ტომას ტუხელი ინტერესდება.

აღსანიშნავია, რომ ჰაკანს 2021 წლის ზაფხულს კონტრაქტის ვადა ეწურება და "როსონერის" დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ფეხბურთელთან მოლაპარაკებები არც ისე კარგად მიმდინარეობს. "როსონერი" მას კვირაში 85,000-ს სთავაზობს - თურქი უარზეა.

მაგრამ, არსებობს ერთი მაგრამ... ამ უკანასკნელისთვის ბრძოლა მარტივი არ იქნება, რადგანაც მისი დამატების სურვილს "ჩელსის" გარდა კიდევ "არსენალი" გამოთქვამს. აშკარა ფავორიტი კი ჩალჰანოღლუსთვის ბრძოლაში ტურინის "იუვენტუსია". როგორც ფეხბურთელი ფიქრობს, მისთვის კარგი არ იქნება ქვეყნის შეცვლა და ურჩევნია კვლავ იტალიაში გააგრძელოს ბურთის გორება. მითუმეტეს არც "მილანი" აპირებს პოზიციების დათმობას.

"არისტოკრატებს" ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირტესობა აქვს "მეთოფეებთან". მათ შეუძლიათ თურქს ჩემპიონთა ლიგაზე თამაში შესთავაზონ, რაც "არსენალისთვის" მიმდინარე სეზონში ფაქტობრივად წარმოუდგენელია პრემიერლიგის გზით. ევროპა ლიგაზე მიღწეული წარმატებით კი შესაძლებელია მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გავიდნენ.

ჰაკან ჩალჰანოღლუმ 2020/21 წლების სეზონში მშვენივრად გამოიყურება და 11 ასისტის გაკეთებაც შეძლო.

1 კვირის წინ
386 / 0
ibra
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 410
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

კიაერი, დიასი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

კალაბრია