logo

"მილანი" იმრან ლოუზას გადაბირებაზე ფიქრობს

La Gazzetta dello Sport -ის ინფორმაციით, "მილანმა" "ნანტის" ახალგაზრდა ნახევამცველის, იმრან ლოუზას გადასაბირებლად სტრატეგია შეიმუშავა.

მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელმა სულ 26 შეხვედრა ჩაატარა და აქედან 4 მატჩში თავი გოლით, ხოლო 3-ში ასისტით,  გამოიჩინა.

ცნობილია, რომ ლოუზას ფრანგებთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მისი გამოყენება შესაძლებელია ფლეიმეიქერადაც.

წყაროზე დაყრდნობით, ამომავალ ვარსკვლავს მომდევნო თვეების განმავლობაშ "მილანის" სკაუტები დააკვირდებიან და საბოლოოდ შეჯერდებიან, იბრძოლონ თუ არა მის შესაძენად.

4 თვის წინ
1333 / 0
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 357
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ