logo

ჰაალანდი "მილანში" - რა ხდება რეალურად

ჰაალანდი "მილანში" - რა ხდება რეალურად

ბოლო პერიოდში "მილანს" ძალიან აქტიურად უკავშირებენ 2019 წლის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენას, "ზალცბურგის" 19 წლის ნორვეგიელ შემტევს ერლინ ჰაალანდს. 

იანვრის სატრანსფერო ბაზრის პერიოდში "როსონერი" მზადაა ავსტრიულ კლუბს ნორვეგიელი ტალანტის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს, რომელშიც აგენტის მომსახურებაც შედის.

 "მილანი" ჰაალანდისთვის იდეალური ვარიანტი იმ კუთხითაა კარიერის გასაგრძელებლად, რომ ფეხბურთელს გარანტირებულად მიეცემა მეტი სათამაშო დრო და საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოვლენის შანსი. 

იტალიურ მედიაში "მილანის" მიერ მომზადებული სატრანსფერო წინადადების დეტალებიც ვრცელდება, რომლის მიხედვითაც, "როსონერი" ჰაალანდს წლიურად ანაზღაურების სახით 5.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

 ერლინ ჰაალანდმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 22 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლის გატანა მოახერხა. 

გარდა "მილანისა", ნორვეგიელის შეძენით ევროპულ გრანდთა მთელი პლეადა ინტერესდება, მათ შორის არიან: "იუვენტუსი", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი", დორტმუნდი" და სხვები.

3 თვის წინ
431 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 285
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ