logo

"მილანის" ღირსეული საქციელი: ფინანსური დახმარება სასწრაფო დახმარების კომპანიას

"მილანის" ღირსეული საქციელი: ფინანსური დახმარება სასწრაფო დახმარების კომპანიას

იტალიური მილანი" და მილანის ფონდი რეგიონალური გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კომპანიას 250 ათასი ევროს ოდენობით დაეხმარება. ხსენებული კომპანია ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და "როსონერის" ხელმძღვანელობამ შემოწირულობა გაიღო.

"ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, ვიდრე ფეხბურთია. უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია და უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. მე კლუბის სახელით ვამაყობ და მხარს ვუჭერ ყველას, ვინც საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებისთვის მუშაობს. საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. "მილანი" უფრო მეტია, ვიდრე საფეხბურთო კლუბი, ჩვენ ვიზრუნებთ საზოგადოებაზე." - თქვა "მილანის" აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიურმა გრანდმა გულშემატკივრებს "ჯენოასთან" მატჩში შეძენილი ბილეთების თანხა აუნაზღაურა (თამაში უმაყურებლოდ ჩატარდა).

6 თვის წინ
1017 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 33
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ