logo

"მილანი" "პსვ"-ს კაპიტნის ტრანსფერში როდრიგესის ჩართვას გეგმავს

"მილანი" "პსვ"-ს კაპიტნის ტრანსფერში როდრიგესის ჩართვას გეგმავს

"Calciomercato.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანი" მარჯვენა დაცვის ფლანგის გაძლიერების მთავარ კანდიდატად დენზელ დამფრისს განიხილავს.

"პსვ"-ს 23 წლის კაპიტნის ანგარიშზე მიმდინარე სეზონის ერედივიონის 25 შეხვედრაში 7 გოლი და სამი საგოლე გადაცემაა. ამას გარდა საგოლე გადაცემის გაკეთება ევროპა ლიგაზეც მოახერხა.

დამფრისი ფიზიკურად ძლიერი (189 სმ) განაპირა მცველია, რომელსაც ამავდროულად ძალიან დიდი სისწრაფეც აქვს და ამჟამად ჰოლანდიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრადაც განიხილება.

ნიდერლანდელები თავიანთ კაპიტანს 15 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა "მილანს" ამდენის გადახდა არ სურს. ამ ყველაფრის ფონზე "როსონერი" მზადაა სატრანსფერო თანხის შესამცირებლად რიკარდო როდრიგესი გამოიყენოს, რომელიც არენდით სწორედ "პსვ"-ში ასპარეზობს.

4 თვის წინ
995 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ