logo

უცნობი ისტორია: როგორ გაუჩინარდა კალაძის მაისური და რა ჩაიცვა მან "ნაპოლისთან" მატჩში

უცნობი ისტორია: როგორ გაუჩინარდა კალაძის მაისური და რა ჩაიცვა მან "ნაპოლისთან" მატჩში

"milanlive.it"-მა  "მილანის" სათამაშო ფორმებს საინტერესო ბლოგი მიუძღვნა, რომელშიც კახა კალაძესთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ისტორიაც გაიხსენეს.

საქმე 2008 წელს ნეაპოლში "როსონერისა" და "ნაპოლის" შორის გამართულ მატჩს ეხება, რომლის დაწყებამდე გასახდელში "შავ-წითლების" ქართველი მცველის მაისური გაქრა.

მაშინ კალაძე ანჩელოტის სასტარტო შემადგენლობაში ჰყავდა დაყენებული, თუმცა იყო შანსი, უგზოუკვლოდ გამქრალი მაისურის გამო ქართველს შეხვედრა საერთოდ გამოეტოვებინა.

სიტუაცია "ნაპოლის" სტადიონის საწყობის თანამშრომელმა გამოასწორა, რომელმაც სამატჩო განაცხადს მიღმა დარჩენილი ალბერტო პალოსკის მაისურზე კალაძის გვარი და 4 ნომერი დაბეჭდა, თუმცა ნეაპოლელების მაშინდელი ფორმებისთვის დამახასიათებელი შრიფტით, რომელიც "მილანურისგან" განსხვავებული იყო. 

აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ჩატარებული ეს მატჩი "როსონერისთვის" საბედისწერო აღმოჩნდა - კალაძის გუნდმა წააგო (3:1), რამაც  განაპირობა "მილანის" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენა.


5 თვის წინ
1767 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 33
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ