logo

კაკა: "ის იყო საუკეთესო მოთამაშე, ვისთანაც ოდესმე მითამაშია"

კაკა: "ის იყო საუკეთესო მოთამაშე, ვისთანაც ოდესმე მითამაშია"

"მილანის" ყოფილმა შემტევმა ნახევარმცველმა კაკამ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვისთან ერთადაც უთამაშია. ვეტერანმა ბრაზილიელმა საკუთარი თანამემამულეები გამოარჩია.

"რამდენიმე ნამდვილ ფენომენთან ერთად მითამაშია, მაგრამ მათ შორის რონალდო საუკეთესო იყო. მის შემდეგ, რონალდინიოს გამოვარჩევდი", – თქვა კაკამ ფიფას Instagram გვერდზე გულშემატკივრის მიერ დასმული ერთ-ერთი შეკითხვის შემდეგ.

2007 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა კარიერის გამორჩეული და ყველაზე სამწუხარო მომენტები გაიხსენა.

"ერთი გამორჩეული მომენტი არ მაქვს, მაგრამ გამოვარჩევდი ჩემპიონთა ლიგის მოგებას 2007 წელს, მსოფლიოს საკლუბო თასის მოგებას, ოქროს ბურთისა და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვებას. რაც შეეხება ყველაზე ცუდ მომენტს, სტამბული, 2005 წელი. მეტის თქმა საჭირო არ არის", – განაცხადა კაკამ.


4 თვის წინ
1047 / 0
ლევან კვინიკაძე
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ