logo

როგორ მოუწოდებდა კალაძე "მილანს" "ბარსას" მთავარი ვარსკვლავის ყიდვისკენ

როგორ მოუწოდებდა კალაძე "მილანს" "ბარსას" მთავარი ვარსკვლავის ყიდვისკენ

როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე, წლების მანძილზე "მილანში" თამაშობდა და ამ გუნდის ნამდვილი ლეგენდაა.

2008 წელს, თბილისში ყოფნისას, კალაძე "როსონერის" "ბარსელონას" მაშინდელი ლიდერის, რონალდინიოს ყიდვას მოუწოდებდა. კახა ასეთ განცხადებას აკეთებდა:

"მე ახლა საქართველოში ვარ, თუმცა ხშირად ვისმენ საუბარს რონალდინიოსა და ემანუელ ადებაიორზე. შესანიშნავი ფეხბურთელები არიან. გაუჩო უნიკალურია. მას შეუძლია ითამაშოს ნახევარმცველის, მეორე თავდამსხმელისა და ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე. მსგავს მოთამაშეს "მილანში" ნამდვილად მივესალმები", - ამბობდა კახა. 

შეგახსენებთ, რომ რონალდინიომ მაშინ მართლაც "როსონერიში" ამოყო თავი, ადებაიორი კი "მანჩესტერ სიტის" შეუერთდა.

3 თვის წინ
1399 / 0
rossoneri-best
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 394
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ