logo

Tuttosport: "მილანში" სერიოზული წმენდა იგეგმება

Tuttosport: "მილანში" სერიოზული წმენდა იგეგმება

Tuttosport  - ის ინფორმაციით, ზაფხულში "მილანი" შესაძლოა ყველამ იმ ფეხბურთელმა დატოვოს, რომელიც გუნდმა ზამთარში დაიმატა.

ტრანსფერები ძირითადად ზვონიმირ ბობანისა და პაოლო მალდინის ინიციატივით განხორციელდა, ხოლო ივან გაზიდისი ამჟამად სხვა პოზიციაზეა.

გაზიდისი აპირებს გუნდი საკუთარი სურვილებისამებრ ააშენოს და განსხვავებულ მენჯმენტს დაუქვემდებაროს, შესაბამისად მალდინი/ბობანის კონცეფციასა და მათ სასურველ ფეხბურთელებზე უარი თქვას.

ასე რომ, ასმირ ბეგოვიჩმა, ალექსის სეილმეიკერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, სიმონ კიაერმა და "ტორინოდან" დაბრუნელმა დიეგო ლაქსალტმა შესაძლოა ახალი კარიერული თავგადასავალი დაიწყონ.

7 თვის წინ
1637 / 0
ბექა ბლიაძე
poll გამოკითხვა

რომელ პოზიციაზე სჭირდება გაძლიერება მილანს ყველაზე მეტად?

ცენტრალური მცველის
მარჯვენა მცველის
ცენტრალური თავდამსხმელის
სხვა
სულ პასუხები: 187
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ