logo

ზლატანმა ფეხბურთი დააბრუნა - შვედმა გოლიც შეაგდო (ვიდეო)

როგორც მოგეხსენებათ, უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ევროპის ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი (ბელორუსიის პირველობის გარდა) კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა.

ამ ფონზე დღეს განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა შვედეთში გამართული ამხანაგური მატჩი, რომელშიც ქვედალიგელმა "ჰამარბიმ" მიიღო მონაწილეობა.

"ჰამარბის" რიგებში ითამაშა ლეგენდარულმა შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამ კლუბის 23.5%-იანი წილის მფლობელია.

საინტერესოა, რომ იბრამ გოლის გატანაც კი მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ შვედეთმა შეზღუდვები უკიდურესად შეამცირა. შვედურ კლუბებს უკვე მიეცათ საშუალება, რომ ვარჯიშები განაახლონ, თუმცა ეროვნული ჩემპიონატის გაგრძელების თარიღი ჯერ უცნობია.

3 თვის წინ
1052 / 0
Rossonero11
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 391
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ