logo

ალესანდრო ნესტა: "მილანში" გადასვლა არ მსურდა და აი, მიზეზიც"

ალესანდრო ნესტა: "მილანში" გადასვლა არ მსურდა და აი, მიზეზიც"

ლეგენდარულმა იტალიელმა მცველმა ალესანდრო ნესტამ "ლაციოს" დატოვებისა და "მილანში" გადაბარგების შესახებ ისაუბრა.

ნესტამ საინტერესო ისტორია ინსტაგრამის ლაივის დროს მოყვა.

ფეხბურთელის თქმით, თავად სურვილი "ლაციო" დაეტოვებინა და "მილანში" გადასულიყო, არ ჰქონია.

"იმ დროს არსად წასვლა არ მსურდა, მათ შორის არც "მილანში". 2 წლით ადრე ჩემი შეძენა "რეალს" სურდა, თუმცა ვგიჟდებოდი, როცა ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა "ლაციოში" აღარ მეთამაშა".

"საბოლოოდ, "მილანში" ტრანსფერით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ამ გუნდმა უამრავი რამ მომცა. "ლაციო" გამოცდილების მხრივ იდეალური ვარიანტი იყო, ხოლო რომიდან წასვლა მძიმე ემოციებთან ასოცირდება".

"23 წლის ასაკში გუნდის კაპიტანი ვიყავი, ხოლო გუნდის ფინანსური მდგომარეობა იმ დროს დამაკმაყოფილებელი ნამდვილად არ იყო". - განაცხადა ნესტამ.

2 თვის წინ
971 / 0
ბექა ბლიაძე
reclam
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ ACMILAN.GE-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 356
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დუარტე, ბილია

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ